✦ პროფესიონალური სახის მოხატვა ✦

სახის მოხატვა
და გრიმი
თბილისში

ვაქცევთ ბავშვებს სუპერგმირებად, ცხოველებად და ზღაპრულ არსებებად!
ფესტივალები, დაბადების დღეები, ქორწილები, ჰელოუინი — მთელ თბილისში ✨

🎂 დაბადების დღეები 💍 ქორწილები 🏢 კორპორატივები 🎃 ჰელოუინი 🎪 ფესტივალები 🌟 UV-ნეონი

რატომ გვირჩევენ ჩვენ?

პროფესიონალი, გამოცდილი მხატვარ-გრიმიორი, ასობით ღონისძიების მონაწილე მთელ თბილისში

70 000+
ბედნიერი ბავშვი
8–10
ნახატი საათში
100%
ჰიპოალერგენული საღებავები
ღიმილი და სიხარული

უსაფრთხო საღებავები

მხოლოდ პროფესიონალური ჰიპოალერგენული წყლით აქტივირებადი საღებავები, FDA-ს მიერ სერტიფიცირებული და უსაფრთხო 3 წლიდან ბავშვთა კანისთვის. ადვილად შორდება წყლითა და საპნით.

დეტალურად →

გამოძახება თბილისის მასშტაბით

მოვალთ თქვენს სახლში, კაფეში, რესტორანში, ოფისში, პარკში. აირჩიეთ ადგილი და დრო, დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ.

სწრაფად და მხიარულად

8–10 ნახატი საათში მარტივი დიზაინებისთვის — რიგი სწრაფად მოძრაობს, ბავშვებს არ მოსწყინდებათ! ან რთული საავტორო ნამუშევრები — არჩევანი თქვენია.

UV და ნეონის გრიმი

სპეციალური საღებავები, რომლებიც ულტრაიისფერ განათებაში ანათებს. იდეალურია ჰელოუინისთვის, ღამის წვეულებებისა და კორპორატივებისთვის!

გაიცანით მხატვარი

მარია — მხატვარ-გრიმიორი თბილისში
მარია
Face Painting Tbilisi

პროფესიონალი მხატვარ-გრიმიორი თბილისში. მუშაობს მთელ ქალაქში — ბავშვთა დაბადების დღეებზე, ქალაქის ფესტივალებზე, კორპორატივებსა და ქორწილებზე.

იყენებს მხოლოდ პროფესიონალურ ჰიპოალერგენულ საღებავებს, რომელიც უსეფრთხოა ბავშვის კანისთვის. ქმნის როგორც მარტივ მხიარულ ნახატებს პატარებისთვის, ასევე რთულ საავტორო ნამუშევრებს — UV-ნეონი, ბოდი-არტი, საორსულე მოხატვა.

🎂 ბავშვთა დღესასწაულები 💍 ქორწილები 🌟 UV-ნეონი 🎪 ფესტივალები 🤰 ბოდი-არტი 🎃 ჰელოუინი

ჩვენი სერვისები

სახისა და ტანის მოხატვა ნებისმიერი ღონისძიებისთვის — კამერული დაბადების დღიეები იქნება თუ დიდი ფესტივალები

ბავშვთა დაბადების დღეები

ყოველი ბავშვი მიიღებს თავის საყვარელ ნახატს — ვეფხვი, პრინცესა, ადამიანი-ობობა ან ფერადი პეპელა. ბედნიერი ბავშვები და კმაყოფილი მშობლები!

ქორწილები და იუბილეები

გართობა სტუმრებისთვის და ორიგინალური აქტივობის ზონა დღესასწაულზე. საქორწილო ბოდი-არტი, მუცლის მოხატვა მომავალი დედებისთვის და თემატური მოხატვა წყვილებითვის განსაკუთრებული რომანტიკისთვის!

კორპორატიულები და ღონისძიებები

ფერადოვანი სახის მოხატვა — საუკეთესო თიმბილდინგი და გასართობი სტუმრებისთვის. დაამატეთ საკარნავალო ატმოსფერო კორპორატივს, თემატურ წვეულებას ან პრეზენტაციას.

ჰელოუინი, ახალი წელი და დღესასწაულები

ვამპირები, ზომბები, ჯადოქრები, ჩონჩხები, ნიღბები — შევქმნით ნებისმიერი დღესასწაულის ატმოსფეროს. UV-ნეონის გრიმი, რომელიც სიბნელეში ანათებს!

ფესტივალები და ბაზრობები

სახის მოხატვის სტენდი — მაგნიტი სტუმრებისთვის! ვიზიდავთ ყურადღებას, ვქმნით რიგებს და ვხდით თქვენს ბრენდს ფესტივალზე ყველაზე მხიარულს.

ყოველი ნახატი — ცალკე ისტორია. მეტი ნამუშევარი Instagram-ზე!

როგორ შევუკვეთოთ?

მხოლოდ 3 ნაბიჯი — და თქვენი დღესასწაული უფრო ფერადი გახდება!

შეამოწმეთ თარიღი

იხილეთ კალკულატორში, თავისუფალია თუ არა თარიღი და გაიგეთ სავარაუდო ფასი. 🧮 კალკულატორის გახსნა

ვადასტურებთ ჯავშანს

ვაფიქსირებთ თქვენს თარიღს — არავითარი მოულოდნელი სიურპრიზები, ყველაფერი შეთანხმებული გეგმის მიხაედვით.

მოვდივართ და ვქმნით!

დროულად მოვდივართ, პროფესიონალური საღებავებით და ვიწყებთ დღესასწაულს!

ჩვენი გამოხმაურებები

70 000-ზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი მთელ თბილისში — წაიკითხეთ, რას წერენ ჩვენ შესახებ!

★★★★★

უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან მარიას, ასეთი გულით შესრულებული ნამუშევრებისთვის. უმოკლეს დროში მოხატა დღეს 20 ბავშვი, უნაკლოდ! იყენებს მაღალი ხარისხის პროდუქციას, ანტიალერგიულს, არის ძალიან მეგობრული, პუნქტუალური ადამიანი, ნებისმიერ დროს ვანდობ ნებისმიერი სირთულის საქმეს თავის სფეროში, ნებისმიერ ღონისძიებაზე. დიდი მადლობა ❤ ❤ ❤

Sofia Bochoidze 🎂 ბავშვთა დღესასწაული · 20 ბავშვი
★★★★★

Maria came and did an outdoor face painting for The Open Door's kids English club! She was patient and made every child feel special! 💜

Kelsey E. Hendrix 🎪 The Open Door's Kids Club
★★★★★

მაშა მუშაობდა ჩვენთან წვეულებაზე, აკეთებდა ფეის-არტს Tulum და Bali სტილში ზრდასრულებისთვის — ძალიან შემოქმედებითი მიდგომა, პოზიტიური განწყობა და შესანიშნავი ხარისხი! ძალიან გირჩევთ ❤️

Alina Gamsakhurdiya 🎉 ზრდასრულთა წვეულება
★★★★★

კორპორატიული წვეულებისთვის გვყავდა მოწვეული Face Painting Tbilisi- ძალიან კმაყოფილები ვართ და დიდი მადლობა ასე გულიანად საქმის შესრულებისთვის! 2 საათის მანძილზე - უამრავი ნახატის შექმნა შეძლო, ხელებზე სახეზე, დიდებისთვის და ბავშვებისთვის, ფერადები და ბრჭყვიალები, ბიჭებისთვისაც და გოგონებისთვისაც! ძალიან გულით შესრულებული მომსახურება მივიღეთ, რისთვისაც დიდი მადლობა

Ia Modebadze 🏢 კორპორატიული ღონისძიება
★★★★★

ძალიან დიდ რეკომენდაციას ვუწევ ამ გვერდს. მოხიბლული ვარ საოცარ მარისთან თანამშრომლობით. საკმაოდ რთული დავალების შესრულება შეძლო ძალიან მარტივად და სიზუსტის დაცვით. 2 საათში ალბათ 50-ზე მეტი ბავშვო მოხატა🥰❤️ დიდი მადლობა! გისურვებთ წარმატებას🥰

Tinatin Samkurashvili 🎂 ბავშვთა დღესასწაული · 50+ ბავშვი

სერვისების ღირებულება

🎨 ფასი დამოკიდებულია ნახატის სირთულეზე

  • მარტივი ნახატები (პეპლები, ვეფხვები, ვარსკვლავები) იდეალურია დიდი დღესასწაულებისთვის! 8–10 ბავშვი საათში
  • საშუალო დიზაინები (პერსონაჟები, ნიღბები, ჰელოუინის სახეები, თემატური საკარნავალო გრიმი) 4–6 ნახატი საათში
  • რთული საავტორო ნამუშევრები (UV-ნეონი, ბოდი-არტი, მუცლის მოხატვა) — ინდივიდუალური მიდგომა, ყოველი ნახატი ხელოვნების ნიმუშია!
  • გამოძახება თბილისის მასშტაბით შეტანილია ღირებულებაში

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ — მოგაწვდით ღირებულებას თქვენი ღონისძიებისთვის!

გამოთვალეთ სავარაუდო ფასი რეალურ დროში — თარიღის, დროის და რაიონის მიხედვით.

🧮 ფასის გამოთვლა

🛡 საღებავების უსაფრთხოება — ჩვენი პრიორიტეტია

მარია მუშაობს მხოლოდ ხუთი საერთაშორისო ბრენდის პროფესიონალური კოსმეტიკური საღებავებით ავსტრალიიდან და ნიდერლანდებიდან: Global Colours, Fusion Body Art, Superstar, Diamond FX, TAG. ყველა საერთაშორისო GHS სისტემის მიხედვით კლასიფიცირებულია როგორც არასახიფათო, შეესაბამება აშშ-ის FDA მოთხოვნებს და EU დირექტივა 76/768/EEC, შემუშავებულია ზრდასრულებსა და ბავშვების კანზე გამოყენებისთვის.

დეტალურად უსაფრთხოებისა და სერთიფიკატების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

ყველაფერი სახის მოხატვისა და გრიმის შესახებ თბილისში

ფეისპეინტინგი — სახის მოხატვა სპეციალური წყლის ბაზაზე საღებავებით. აბსოლუტურად უსაფრთხოა 3 წლიდან ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, მობანვა შესაძლებელია ჩვეულებრივი წყლითა და საპნით 1–2 წუთში.
დიახ! ჰელოუინი — ჩვენი საყვარელი დღესასწაულია 🎃 ვაკეთებთ ვამპირებს, ზომბებს, ჯადოქრებს, ჩონჩხებს, მონსტრებს, ობობებს, თავის ქალებს. UV-ნეონის გრიმი კი ანათებს სიბნელეში ულტრაიისფერი ნათურების ქვეშ და შთამბეჭდავ ეფექტს ქმნის!
დაბადების დღეები, ჰელოუინი, ახალი წელი და შობა, გამოსაშვები საღამოები, ბოლო ზარი, 8 მარტი, კარნავალები, თემატური წვეულებები, კორპორატივები, ქორწილები, იუბილეები, ფესტივალები და ბაზრობები — ნებისმიერი დღესასწაული!
მინიმალური შეკვეთა — 1 საათი. 1 საათის ღირებულება დამოკიდებულია ღონისძიების თარიღსა და დროზე, კვირის დღეზე, სეზონზე, სადღესასწაულო ან სამუშაო დღეზე — ბევრი ფაქტორია. ამიტომ ჯერ მოგვწერეთ: სად და როდის გაქვთ ღონისძიება და რამდენ სტუმარს ელოდებით — მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ზუსტი ღირებულების დასახელება. ასევე შეგიძლიათ თავად ნახოთ სავარაუდო ღირებულება რეალურ დროში ჩვენს კალკულატორში. ფასების კალკულატორი →
UV-გრიმი ანათებს ულტრაიისფერი ნათურების ქვეშ სიბნელეში — ქმნის ფანტასტიურ ნეონის ეფექტს. იდეალურია ჰელოუინისთვის, ღამის წვეულებებისა და კორპორატივებისთვის. იგივე უსაფრთხო საღებავები, როგორც ჩვეულებრივი აქვაგრიმი.
დიახ! ვმუშაობთ მთელ თბილისში — ვერა, საბურთალო, ისანი, სამგორი, გლდანი, დიდუბე, ჩუღურეთი, კრწანისი და სხვა უბნები. ასევე ვმუშაობთ გარეუბნებშიც — დააზუსტეთ ჯავშნის დროს.
მოგვწერეთ WhatsApp-ში ან Telegram-ში, ან დაგვირეკეთ: 555 44 54 34. განვიხილავთ თარიღს, ადგილსა და სტუმრების რაოდენობას. პოპულარული თარიღების დაჯავშნაზე წინასწარ იზრუნეთ (ჰელოუინი, ახალი წელი, უქმეები) — ნუ გადადებთ! ფასების კალკულატორი →
დიახ. Face Painting Tbilisi არის რეგისტრირებული იურიდიული პირი და მუშაობს კორპორატიულ კლიენტებთან ოფიციალური ხელშეკრულებებით. ყველა კომპანიას, ორგანიზაციას ან ივენთის ორგანიზატორს შეუძლია მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაცია, ინვოისი და სხვა აუცილებელი ინფორმაცია ღონისძიებისთვის.

მზად ხართ შექმნათ
ჯადოსნური დღესასწაული?

დაგვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელი გზით — ვმუშაობთ გამოძახებით, მთელ თბილისში და ნებისმიერ ღონისძიებაზე 🎨✨

💬